Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძე: ვიდრე რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია

მიხეილ სარჯველაძე: ვიდრე რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია

16/08/2023 10:45:17 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ ვიდრე საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია.

„თუ ვინმეს სურს, რომ ქართველები და რუსები იყვნენ ძმები, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დგას დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის – უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია. ამით იწყება და ამით მთავრდება ყველა საკითხი. ვიდრე საქართველო იმყოფება ამ მდგომარეობაში, რომ მისი 20% ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედრაციას, საუბარი ძმობაზე, რა საკავირველია, არის შეუძლებელი – ასეთია მოცემულობა. რაც შეეხება რეაქციებს ამასთან დაკავშირებით, ეს კიდევ ცალკე საკითხია და მე არ მგნია, ცალკეული რეაქციები ამ საკითხთან დაკავშირებით გადაჭარბებულად უნდა იქნას შეფასებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

15 ივნისს Black Sea Arena-ზე The Killers-ის კონცერტი რუსი დრამერის სცენაზე აყვანის გამო მსმენელის ნაწილმა დატოვა.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მომხდარს გამოეხმურა და შემდეგი განაცხადა: „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“.

15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე ამერიკულმა მუსიკალურმა ბენდმა, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა.

საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S