
მედია: Эхо Москвы-ს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს
16/08/2023 09:45:47 საზოგადოება
Эхо Москвы-ს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს. ამის შესახბ საუბარია The Insider ვრცელ საგამოძიებო მასალაში.
როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთიდან წასული სამი ჟურნალისტი – „Новой газета“-ს და “Медуза” -ს ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო, Эхо Москвы-ს ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი და „Свободная Россия“-ს ხელმძღვანელი ნატალია არნო მოწამლეს".
The Insider–ის ცნობით, "გამოცემამ ექიმებთან და ექსპერტებთან ერთად შეისწავლა მოწამვლის თითოეული შემთხვევა".
"Эхо Москвы-ს ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა, რომელიც თბილისში გასული წლის ოქტომბერში ჩავიდა და ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, 25 ოქტომბრის საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო. მომდევნო დღის დილით კი ძლიერი სისუსტის შეგრძნებითა და თავბრუსხვევით გაიღვიძა, ხელისა და ფეხის გულები ეწვოდა. ამის მიუხედავად, ირინა ერევანში გაემგზავრა 27 ოქტომბერს ის უკვე ძალიან ცუდად იყო, გონება ებინდებოდა და კონცენტრაციას ვერ ახერხებდა. „შეგრძნება მქონდა, რომ სხეული მე არ მეკუთვნოდა. ძლიერმა შფოთვამ ამიტანა“, – აცხადებს ირინა. ერევნის სასტუმროში მყოფმა ირინამ მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო. რასაც პირღებინება მოჰყვა, პირში კი ლითონის გემოს გრძნობდა.
ამ სიმპტომის გარდა, სხვა დანარჩენ სიმპტომებს აღწერს ასევე კოსტიუჩენკოც. ამასთან ირინას დროდადრო სხეულზე წითელი ფერის გამონაყარიც უჩნდებოდა, რაც ამ დრომდე აღენიშნება. სისუსტემ, ტკივილმა და უძილობამ დაახლოებით 2 დღეში გაუარა.
ირინა ბაბლოიანს ტოქსიკოლოგისთვის არ მიუმართავს. მას ვერც კი წარმოედგინა, რომ შეიძლება, მოეწამლათ. მხოლოდ რამდენი თვის შემდეგ საცხოვრებლად ბერლინში გადასვლის შემდეგ კლინიკაში ტოქსიკოლოგიური ანალიზისთვის სისხლი ჩააბარა. ანალიზების პასუხები არ დაჰბრუნებია, მოკითხვის შემდეგ კი კლინიკაში უთხრეს, რომ სისხლის ნიმუში დაიკარგა. ირინა ჰყვება რომ, ამის შემდეგ მას პოლიციამ მიაკითხა და საქმის გარემოებები დეტალურად გამოჰკითხა. ცოტა ხნის წინ ირინამ კვლავ ჩააბარა სისხლის ნიმუშები. მაგრამ ამდენი ხნის შემდეგ პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტოქსინების კვალის აღმოჩენა. ელენა კოსტიუჩენკოს შემთხვევისგან განსხვავებით ირინა ბაბლოიანის მოწამვლის შესახებ დასკვნის გაკეთება რთულია, ვინაიდან მწირია სამედიცინო ანალიზების პასუხები, თუმცა ექსპერტები გამოცემასთან აღნიშნავენ, რომ ირინას მიერ აღწერილი სიმპტომები გარეგანი მოწამვლის შესახებ დასკვნას სარწმუნოს ხდის, თუმცა მათ უჭირს კონკრეტული მომწამლავის აგენტის დასახელება", – იუწყება The Insider.