აშშ: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღზე ნებისმიერი შეთანხმება გაეროს რეზოლუციების დარღვევა იქნება
16/08/2023 09:29:15 მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, რუსეთი გაერო–ს რეზოლუციებს დაარღვევს, თუ ჩრდილოეთ კორეასთან იარაღზე გააფორმებს შეთანხმებას.
"ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი თანამშრომლობა ან იარაღზე შეთანხმება ნამდვილად დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–მდივანმა ვედანტ პეიტელმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კავშირების გაღრმავების თაობაზე განაცხადეს.


