Accentnews.ge
პაპუნა მარგველიძე: სტიქიის შედეგად დაღუპული 26 პირიდან 23 იდენტიფიცირებულია

პაპუნა მარგველიძე: სტიქიის შედეგად დაღუპული 26 პირიდან 23 იდენტიფიცირებულია

16/08/2023 08:28:00 საზოგადოება

რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.

„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარი არის ნაპოვნი. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 23 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნისა", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S