Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სოფელი უროჟაინოე გათავისუფლებულად გამოაცხადა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სოფელი უროჟაინოე გათავისუფლებულად გამოაცხადა

16/08/2023 08:21:37 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევის დროს დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.

„უროჟაინოე გაათავისუფლეს. ჩვენი მცველები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაციები გრძელდება", - წერს იგი ტელეგრამ–არხზე.

14 აგვისტოს ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მახლობლად მდებარე მცირე ტერიტორია დაიბრუნეს.

რუსული ბატალიონის "ვოსტოკი" ტელეგრამ–არხმა უროჟაინოეს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოს დილით გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S