
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო
16/08/2023 07:34:41 საზოგადოება
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო.
ცეცხლი ექვსსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვაში გაჩნდა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.