Accentnews.ge
უკრაინა: რუსეთმა დუნაის ერთ-ერთი პორტი დაბომბა, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები

უკრაინა: რუსეთმა დუნაის ერთ-ერთი პორტი დაბომბა, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები

16/08/2023 06:55:33 მსოფლიო

გასულ ღამეს ოდესის პორტი და მარცვლეულისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა რუსეთის მთავარი სამიზნე იყო, – ამის შესახებ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები რეგიონს დრონებით 2-ჯერ დაესხნენ თავს.

"მთავარი სამიზნე რეგიონის სამხრეთით მდებარე პორტი და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაა. დუნაის ერთ-ერთ პორტზე მტრის დარტყმის შედეგად დაზიანდა საწყობები და მარცვლეულის საცავები. გაჩენილი ხანძარი სასწრაფო დახმარების სახელმწიფო სამსახურმა სწრაფად ჩააქრო. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა", - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S