Accentnews.ge
ტრამპის საქმის განსახილველად ჯორჯიის შტატში ახალი მოსამართლე დაინიშნა

ტრამპის საქმის განსახილველად ჯორჯიის შტატში ახალი მოსამართლე დაინიშნა

16/08/2023 06:00:40 მსოფლიო

2020 წლის არჩევნების გაყალბების მცდელობის საქმეზე ჯორჯიის შტატში აშშ-ის ყოფილი პრეზოდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამარლის საქმეს მოსამართლე სკოტ მაკაფი განიხილავს. მაკაფი მანამდე ფულტონის ოლქის პროკურორის ფანი უილისის კაბინეტში მუშაობდა.

ფულტონის ოლქის სასამართლოს ვებსაიტზე ნათქვამია, რომ მაკაფი მოსამართლედ მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორის ბრაიან კემპის მიერ.

მაკაფი მოსამართლე გახდა მას შემდეგ, რაც 2021 წლიდან მსახურობდა გენერალურ ინსპექტორად, იძიებდა ჯორჯიის შტატში აღმასრულებელი ორგანოების თაღლითობისა და გაფლანგვის საქმეებს. მანამდე მაკაფი საოლქო პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა, უცნობია მუშაობდა თუ არა იგი უშუალოდ უილისთან ერთად.

ორწლიანი გამოძიების შემდეგ აშშ-ის ჯორჯიის შტატის საოლქო პროკურორმა დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა ოლქში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობისთვის. ეს სისხლის სამართლის რიგით მეოთხე საქმეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

ექსპერტების განცხადებით, ჯორჯიის შტატში წარდგენილი ბრალდება ფედერალური ბრალდებებისგან განსხვავდება - თუ ფედერალური სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპს თეორიულად, პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუძლია თავის შეწყალება. მას არ აქვს ასეთი უფლებამოსილება ჯორჯიის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

დონალდ ტრამპი ამჟამად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის ლიდერობს. იგი ამბობს, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S