რუსეთი კალუგის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება
16/08/2023 05:49:54 მსოფლიო
რუსეთი კალუგის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყება. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის კალუგის ოლქის თავზე სამი უკრაინული დრონი გაანადგურეს.
"თავდასხმის მცდელობას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია", – აცხადეებენ თავდაცვის სამინისტროში.


