Accentnews.ge
The Killers: ბოდიშს ვიხდით, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა

The Killers: ბოდიშს ვიხდით, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა

16/08/2023 05:32:18 საზოგადოება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ამერიკული მუსიკალური ბენდი The Killers განცხადებას ავრცელებს და ქართველ აუდიტორიას ბოდიშს უხდის. განცხადების ფონია 15 აგვისტოს, შეკვეთილში გამართულ კონცერტზე სცენაზე რუსი დრამერის აყვანა, რასაც მსმენელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

"კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანის მიმართ. გვესმის, რომ კომენტარი, რომლის შინაარსიც იყო ის რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი "ძმები და დები" არიან, შესაძლოა, არასწორად ინტერპრეტირდეს. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით" - წერს ჯგუფი The Killers ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა საქართველოს მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S