
The Killers-ის კონცერტი მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა
15/08/2023 20:05:53 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტი ბლექ სი არენაზე მსმენელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ირკვევა, რომ The Killers-ის კონცერტზე აუდიტორიის პროტესტი გამოიწვია ჯგუფის სოლისტის მიერ დარბაზიდან სცენაზე რუსი დრამერის აყვანამ. The Killers-ის ჯერ სოლისტი დამსწრე საზოგადოებას დაეკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა, თუმცა მსმენელთა ნაწილის მხრიდან დაფიქსირებული უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, ჯგუფმა რუსი დრამერი სცენაზე დატოვა. პარალელურად აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია!".
"მე და ჩემი მეგობრები ვტოვებთ დარბაზს",– თქვა ერთერთმა მსმენელმა ხატია ღვინიაშვილმა.
თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და რომ ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.