საქსონიის პრემიერ-მინისტრი მკვეთრად გააკრიტიკა თანაპარტიელმა დეპუტატმა უკრაინასთან დაკავშირებული განცხადების გამო
15/08/2023 19:33:08 მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა ოპოზიციური "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან" როდერიხ კიზევეტერმა მკვეთრად გააკრიტიკა თანაპარტიელი, საქსონიის პრემიერ-მინისტრი მიხაელ კრეჩმერი უკრაინასთან დაკავშირებით მისი ბოლო განცხადებების გამო.
Spiegel–თან ინტერვიუში, რომელიც ორიოდ დღის წინ გამოქვეყნდა, კრეჩმერი შეეწინააღმდეგა უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას და ასევე ეჭვქვეშ დააყენა კიევისთვის "ლეოპარდის" ტანკების გადაცემის მიზანშეწონილობა.
„ჩვენ ნამდვილად გვსურს, შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ გერმანული რაკეტები შეიძლება მოხვდეს რუსეთში? იკითხა მან და სანაცვლოდ "თავისუფალი დასავლეთისგან ახალი, ინტენსიური დიპლომატიური ინიციატივების" მოწოდებით გამოვიდა.
საპასუხოდ კიზევეტერმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ამ პოზიციით, "უკრაინა დაიშლება და პუტინი გააგრძელებს ომს მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ".
"მაშინ თქვენ შეძლებთ, სრულიად სამართლიანად დაივიწყოთ თქვენი ხელახალი არჩევა და საქსონიის ქრისტიან – დემოკრატიული კავშირი“, - დასძინა ბუნდესტაგის წევრმა.


