Accentnews.ge
ჩეხეთმა რუსეთის 350 მილიონი ევროს აქტივები გაყინა

ჩეხეთმა რუსეთის 350 მილიონი ევროს აქტივები გაყინა

15/08/2023 19:11:37 მსოფლიო

ჩეხეთში სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეების გაყინული აქტივების ჯამური მოცულობა 347,36 მილიონ ევროს შეადგენს. ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა უკრაინაში რადეკ მატულამ აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს (ARMA) ხელმძღვანელ ოლენა დუმასთან შეხვედრისას განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც სანქციები ეხებათ.

მიმდინარე წლის მარტში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ გამოაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ გააყინა სანქცირებული რუსებისა და კომპანიების ასობით მილიონის აქტივები.

ივნისში ევროკავშირში მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ არ შეუძლიათ ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების კანონიერად კონფისკაცია. ამის შემდეგ ყურადღება გამახვილდა ამ აქტივების გამოყენებით მიღებული მოგების კონფისკაციის გეგმაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S