იტალიაში გარეული ღორების "სრულმასშტაბიანი შეჭრის" გამო შეშფოთდნენ
15/08/2023 18:28:48 მსოფლიო
გარეული ღორების შემოსევის გამო, იტალიის მთავრობამ მათი დახოცვის ბრძანება გასცა, მათ შორის, მშვილდ–ისრის გამოყენებით,– იტყობინება ANSA.
ამასთან, მოკლული გარეული ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენების ნებართვაც გაიცა.
იუწყებიან, რომ 20 გარეული ღორისგან შემდგარი კოლტი შეამჩნიეს საცხოვრებელ სახლებთან სამხრეთ იტალიაში, ქალაქ კატასაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც გარემოსდაცვითი საბჭოს წევრმა ჯორჯო არკურიმ მოითხოვა "შესაბამისი ზომები ამ ფენომენის შესაჩერებლად".
ამავდროულად, ფერმერულმა ჯგუფმა Coldiretti-მ აწარმოა კამპანია გარეული ღორის „სრულმასშტაბიანი შეჭრის“ წინააღმდეგ, რამაც უკვე მოიტანა ზარალი.
მანამდე ანალოგიური პრობლემის შესახებ ბერლინის სამხრეთ გარეუბანში მდებარე ქალაქ კლეინმახნოვიდანაც იტყობინებოდნენ.


