Accentnews.ge
ლატვიამ შვებულებიდან გამოიძახა მესაზღვრეები ბელარუსთან საზღვარზე პატრულირების გასაძლიერებლად

ლატვიამ შვებულებიდან გამოიძახა მესაზღვრეები ბელარუსთან საზღვარზე პატრულირების გასაძლიერებლად

15/08/2023 18:07:09 მსოფლიო

ლატვიამ დაიწყო მესაზღვრეების დამატებით მობილიზება ბელარუსთან საზღვრის დაცვის გაძლიერების მიზნით. ეს გადაწყვეტილება ლატვია-ბელარუსიის საზღვარზე მზარდი ჰიბრიდული საფრთხის საპასუხოდ იქნა მიღებული, – განმარტა ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა.

ჰიბრიდული საფრთხის ზრდა ასევე დაკავშირებული იყო „ბელარუსის ხელისუფლების ჩართვასთან ემიგრანტების უკანონო ნაკადის ორგანიზებაში“.

ამ ვითარებასთან დაკავშირებით, ლატვიამ გადაწყვიტა, შვებულებიდან გამოიძახოს მესაზღვრეები და გააძლიეროს პატრულირება. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა ასევე ითხოვა დამატებითი მხარდაჭერა შეიარაღებული ძალებისა და პოლიციისგან საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მანამდე მსგავსი ზომების მიღების შესახებ ლიეტუვამ და პოლონეთმა გამოაცხადეს. ლიეტუვაში ბელარუსთან საზღვრის გაძლიერების გეგმა დამტკიცდა ამ მეზობელ ქვეყანაში "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების მიერ შექმნილი ახალი საფრთხის ფონზე. პოლონეთმაც ასევე გადადგა ნაბიჯები ბელორუსთან საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად საზღვარზე სამხედროების გადასროლის გზით.

ამ ფონზე, ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო წვრთნები პოლონეთისა და ლიეტუვას საზღვრებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S