Accentnews.ge
დუდა არმიის სამეთაურო სტრუქტურაში რეფორმას აანონსებს

დუდა არმიის სამეთაურო სტრუქტურაში რეფორმას აანონსებს

15/08/2023 17:08:26 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ აპირებს, შექმნას გაერთიანებული ძალების სარდლობა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, სამეთაურო სტრუქტურაში ცვლილებები უახლოეს მომავალში დაინიცირდება:

"დარწმუნებული, რომ ცვლილებების შედეგად, რომელიც უახლოეს მომავალში დაინიცირდება, შეიქნება გაერთიანებული სარდლობა, რომელზეც გენერალური შტაბის უფროსს ექნება მეურვეობა. ხელახლა შეიქმნება შეიარაღებული ძალების სახეების სარდლობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჯარისკაცების წვრთნაზე, ჯარების ტიპების ყოველდღიურ ოპერატიულ ფუნქციონირებაზე, მაგრამ მათი სტრუქტურა ზოგადად ერთნაირი იქნება როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე ომის დროს, რათა უფრო ეფექტური ვიყოთ".

დუდამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხების გაანალიზებისა და ღრმად გააზრების დროა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, პოლონეთმა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ნაბიჯების გადადგმა დაიწყო: აპირებს არმიის რიცხოვნობის ზრდას, გადაიარაღებას, შემოიღო ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური – პოლონელებს საშუალება აქვთ გაიარონ სამხედრო მომზადება და რეზერვში დარჩნენ ან პროფესიულ არმიას შეუერთდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S