Accentnews.ge
პრაღის მახლობლად, სუპერმარკეტში 646 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

პრაღის მახლობლად, სუპერმარკეტში 646 კგ კოკაინი აღმოაჩინეს

15/08/2023 17:00:18 მსოფლიო

პრაღის მახლობლად, ქალაქ კლეჩანში სუპერმარკეტების ქსელ "ალბერტის" სადისტრიბუციო ცენტრში ბანანის პარტიაში 646 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს,- იუწყება ČTK.

სუპერმარკეტის საწყობის თანამშრომლები პროდუქციის გადმოტვირთვისას ნარკოტიკებს წააწყდნენ და პოლიცია გამოიძახეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს კოკაინი იყო, რომელიც, სავარაუდოდ, ჩეხეთში ეკვადორიდან ამსტერდამის გავლით ჩავიდა.

ჩეხური მედიის ცნობით, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება დაახლოებით ორი მილიარდი კრუნია (83.14 მილიონი ევრო).

ჩეხეთის პოლიცია არკვევს, ვის ეკუთვნოდა ტვირთი და ვისთვის იყო განკუთვნილი. დანაშაულის საერთაშორისო ხასიათიდან გამომდინარე, ჩეხეთი ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას გეგმავს.

ჩეხეთის ნარკოტიკების კონტროლის ეროვნული ცენტრი ვარაუდობს, რომ შეიძლება, კოკაინი სადისტრიბუციო ცენტრში ამსტერდამში დაშვებული ლოგისტიკური შეცდომის გამო მოხვედრილიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S