Accentnews.ge
ტრიპოლიში ორ გავლენიან სამხედრო დაჯგუფებას შორის შეტაკებები დაიწყო

ტრიპოლიში ორ გავლენიან სამხედრო დაჯგუფებას შორის შეტაკებები დაიწყო

15/08/2023 16:26:38 მსოფლიო

ლიბიის დედაქალაქში შეიარაღებული შეტაკებებია. ქუჩაში მძიმე ტექნიკაა გამოყვანილი.

როგორც იტყობინებიან, ტრიპოლიში შეტაკებები ორ გავლენიან სამხედრო დაჯგუფებას შორის გვიან ღამით დაიწყო და დღის განმავლობაშიც გაგრძელდა. ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დაპირისპირება ქვეყნის შსს–ს მიერ მხარდაჭერილ 444 ბრიგადასა და სპეციალური დანიშნულების ძალებს შორის მოხდა, რომელიც დედაქალაქის აეროპორტს აკონტროლებს. მიზეზი სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ 444 ბრიგადის მეთაურის მაჰმუდ ჰამზად დაკავება გახდა.

დედაქალაქის აეროპორტიდან ფრენების გადამისამართება მოხდა. ტრიპოლის უნივერსიტეტში სწავლა შეწყდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S