Accentnews.ge
სიონის ტბაში მოზარდი დაიხრჩო

სიონის ტბაში მოზარდი დაიხრჩო

15/08/2023 17:41:16 საზოგადოება

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები. სიონისკენ მიემართებიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები.

მანამდე "ლელო საქართველოსთვის" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი იუწყებოდა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო 15-20 წუთში მივიდა. ამასთან, მისი თქმით, ადგილზე არ იყვნენ მაშველები.

"15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე.

შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს.

ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

განახლება

ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S