
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26–მდე გაიზარდა
15/08/2023 14:47:53 საზოგადოება
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26–მდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში ცხედრის პოვნის შესახებ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი. ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაადასტურეს.
ამ დროისათვის შოვში 7 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
მეწყერი შოვს 3 აგვისტოს დაატყდა თავს. მე–11 დღეა, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს–ს ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.
რაჭაში დღეს სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილი გენადი სულთანიშვილი და სოფო ბაკურაძე საგვარეულო საფლავებზე დაკრძალეს.