ზელენსკიმ მელიტოპოლში სამხედრო პოზიციები მოინახულა
15/08/2023 14:36:36 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლის რეგიონში ჩავიდა და ამ მიმართულებაზე არსებული უკრაინული სამხედრო პოზიციები მოინახულა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს ჩვენ მუშაობა და ჩვენს მებრძოლებთან შეხვედრები მელიტოპოლის მიმართულებით გავაგრძელეთ. ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადა მონაწილეობდა საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში... ამჟამად ის ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ყველაზე პრობლემური საკითხები ბრიგადის მეთაურთან განვიხილეთ",– ამბობს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა სამხედროებს მტრის მოგერიებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტი გუშინ დონეცკის ოლქში იმყოფებოდა.


