Accentnews.ge
მღებრიშვილი: მაშველის საშუალო ხელფასი 1500 ლარამდეა

მღებრიშვილი: მაშველის საშუალო ხელფასი 1500 ლარამდეა

15/08/2023 14:20:00 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მაშველის საშუალო ხელფასი თვეში 1500 ლარამდეა. ამის შესახებ დღეს შოვში ჟურნალისტებთან კითხვის საპასუხოდ განაცხადა უწყების უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

„თვეში საშუალო ხელფასი არის 1500 ლარამდე, მინიმალური – 1400 ლარი“,– უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მღებრიშვილმა, რომელიც დაინტერესდა, რამდენია მაშველის საშუალო ხელფასი.

მეწყერი შოვს 3 აგვისტოს დაატყდა თავს. მე–11 დღეა, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს–ს ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.

დღეის მონაცემებით ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი, 8 ადამიანის ძებნა კვლავ გრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S