Accentnews.ge
შვედეთი უკრაინისთვის $314 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

შვედეთი უკრაინისთვის $314 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

15/08/2023 14:02:24 მსოფლიო

შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაგზავნას გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დახმარების ღირებულება 3.4 მილიარდი შვედური კრონია (313.5 მილიონი აშშ დოლარი) და ის, ძირითადად, ადრე მიწოდებული იარაღის სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებისგან შედგება.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი და ჩვენ ასევე გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ პლატფორმებს, რომლებსაც უკრაინაში გრძელვადიანად ვაგზავნით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S