
ლარი გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა
15/08/2023 13:40:37 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6209 ლარი ეღირება, ევრო – 2.8665 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3322 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6186 ლარი ღირდა, ევრო – 2.8674 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3288 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.