რუსეთში ნავთობსაბადოზე ორი აფეთქება მოხდა
15/08/2023 13:12:04 მსოფლიო
ორშაბათს საღამოს იუგრაში, ნავთობკომპანია NNK–ს ტალინსკოიეს საბადოზე ორი აფეთქება მოხდა და გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ როსპრიროდნადძორის ხელმძღვანელმა სვეტლანა რადიონოვამ სამშაბათს განაცხადა.
აფეთქებებისა და ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, იტყობინება – რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
მანამდე რუსული სააგენტოები ორ ადამიანის დაღუპვის შესახებ იუწყებოდნენ.
რადიონოვას თქმით, აფეთქება მოხდა იმ განყოფილებაში, სადაც შპს „პაკერ სერვისი“ მუშაობდა ჰიდრატის დანამატის ამოღების მიზნით.
იუგრაში, NOC მოედანზე ორი აფეთქება და ხანძარი მოხდა


