Accentnews.ge
ГРУ–ს ყოფილი პოლკოვნიკი ჯარის „დისკრედიტაციისთვის“ 40 000 რუბლით დააჯარიმეს

ГРУ–ს ყოფილი პოლკოვნიკი ჯარის „დისკრედიტაციისთვის“ 40 000 რუბლით დააჯარიმეს

15/08/2023 12:36:15 მსოფლიო

რუსული ГРУ–ს გადამდგარი პოლკოვნიკი, 74 წლის ვლადიმირ კვაჩკოვი "ჯარის დისკრედიტაციისთვის" 40 000 რუბლით დაჯარიმდა. ამის შესახებ ტელეგრამ– არხი «Осторожно, новости»–ს კორესპონდენტი მოსკოვის ტვერსკოის სასამართლოდან იტყობინება.

ოქმი შედგა ოდნოკლასნიკის ჯგუფში გაკეთებული სამი "პოსტის" გამო. რუსეთის უშიშროების ძალებმა მიიჩნიეს, რომ მას გადამდგარი პოლკოვნიკი კვაჩკოვი ხელმძღვანელობდა.

პოლკოვნიკი მის მიმართ გაჟღერებულ პრეტენზიებს არ იზიარებს და როგორც სასამართლო პროცესზე განაცხადა, შეიარაღებული ძალები დისკრედიტირებულია პუტინის, შოიგუსა და გერასიმოვის მიერ".

კვაჩკოვი 30 წელი მსახურობდა ГРУ–ს სპეცრაზმში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S