პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე ესკალაციის შესახებ გაფრთხილებით გამოდის
15/08/2023 12:23:42 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არკადიუშ მულიარიჩიკმა განაცხადა ბელარუსთან საზღვარზე არასტაბილურ ვითარებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატოს და ევროკავშირს,– ამის შესახებ მან Bild–თან ისაუბრა.
მისი თქმით, ბელარუსში "ვაგნერის" მებრძოლების განლაგებას პოლონეთი "განიხილავს, როგორც შემდგომი ესკალაციის სიგნალს."
„პოტენციურმა მოწინააღმდეგეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ნატოს ერთ-ერთი წევრის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს ალიანსის ყველა სახელმწიფოს ძლიერ რეაქციას“, - დასძინა მულიაჩიკმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე შეშფოთება გამოხატა სუვალკის დერეფნის პრობლემასთან დაკავშირებით:
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ადგილი ნატოსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე. სუვალსკის დერეფანში უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ისევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მდგრადობას, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ნატოსა და ევროპაში უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით თუ რუსეთი და ბელარუსი გააგრძელებენ ესკალაციას”.
აგვისტოს დასაწყისში ვარშავამ და ვილნიუსმა განაცხადეს, რომ ასამდე "ვაგნერელი" დააფიქსირეს ხსენებულ დერეფანში.
ამჟამად ვარშავას პოლონეთ–ბელარუსის საზღვარზე 2 000 სამხედრო ჰყავს მობილიზებული და 10 000–ის გადასროლას გეგმავს.


