თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
15/08/2023 11:48:06 მსოფლიო
თურქეთის სპეცსამსახურებმა 2016 წელს ანკერში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Hurriyet წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულია ყოფილი პოლიციელის მევლუთ ალტინთაშის ნაცნობი, რომელმაც კარლოვს ესროლა და დანაშაულის ადგილზე თავადაც დაიღუპა.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დაკავებული ერდოღანის ოპონენტის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის FETO-ს მხარდამჭერია. თურქეთში აღნიშნული ორგანიზაცია ტერორისტულად არის გამოცხადებული. ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სტამბოლში დააკავეს.
თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის დეკემბერში მოკლეს გამოფენის „რუსეთი თურქების თვალით“ გახსნაზე გამოსვლისას.
გამომძიებლების თქმით, 22 წლის მევლუთ ალტინთაშმა საგამოფენო სივრცეში პოლიციელის მოწმობით შეაღწია, რომელსაც ის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ინახავდა. ალტინთაშმა კარლოვის მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა და ყვიროდა: „ალაჰ აკბარ! არ დაივიწყოთ ალეპო!". ის უსაფრთხოების სამსახურის თანამრომლებმა მოკლეს.
კარლოვის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 2021 წლის მარტში გამოცხადდა. სასამართლომ ხუთ ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რვას 5-დან 15 წლამდე პატიმრობა, ექვსი პირი გამართლდა. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.


