Accentnews.ge
იტალიის შს მინისტრი: მუშავდება დოკუმენტი, რომელიც გავლენას მოახდენს მიგრანტების მდგომარეობაზე

იტალიის შს მინისტრი: მუშავდება დოკუმენტი, რომელიც გავლენას მოახდენს მიგრანტების მდგომარეობაზე

15/08/2023 11:15:09 მსოფლიო

მიმდინარე წლის 6 თვეში ხმელთაშუა ზღვა 100 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადალახა და იტალიაში ჩავიდა. იგივე მონაცემი გასულ წელს ჯამურად დაფიქსირდა,– იტყობინება La Repubblica.

2022 წლის იმავე პერიოდში იტალიაში 48 000 მიგრანტი ჩავიდა, 2021 წელს – 33 000.

წელს იტალიაში შესვლის მცდელობისას 2000-ზე მეტი არალეგალური მიგრანტი დაიღუპა.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ არალეგალური იმიგრანტების რეკორდული რაოდენობა „ეპოქალური მიგრაციული ზეწოლის შედეგია, რომელიც დაკავშირებულია ტუნისში დრამატულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან“.

მან დასძინა, რომ ამჟამად მუშავდება დოკუმენტი უსაფრთხოების შესახებ, რომელიც გავლენას მოახდენს მიგრანტების მდგომარეობაზე, კერძოდ, დააჩქარებს რეპატრიაციის ტემპს.

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის მონაცემებით, 2023 წლის პირველ შვიდ თვეში 176 100-მა ადამიანმა უკანონოდ სცადა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. ეს არის უკანონო გადაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ.

ივნისში იუწყებოდნენ, რომ მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით სახიფათო მარშრუტს გადიოდნენ ლიბიიდან ევროკავშირის ქვეყნების სანაპიროებამდე, 2023 წელს 600%-ით გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S