Accentnews.ge
ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

15/08/2023 11:02:41 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ბულგარეთის სამი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც BBC–მ გაარკვია, აღნიშნული პირები თებერვალში აიყვანეს და მას შემდეგ პატიმრობაში რჩებიან.

მათ ედავებიან ყალბი დოკუმენტების ფლობას, რომლებიც "უკანონო მიზნებისთვის გამოიყენეს".

მათ აღმოუჩინეს პასპორტები, პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის.

ირკვევა, რომ სამივე მრავალი წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S