Accentnews.ge
მაჰაჩყალაში დაღუპულთა რაოდენობა 35–მდე გაიზარდა

მაჰაჩყალაში დაღუპულთა რაოდენობა 35–მდე გაიზარდა

15/08/2023 09:38:49 მსოფლიო

დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში მდებარე ერთ–ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35–მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათ შორის 11 მოზარდი.

მაჰაჩყალაში დაღუპულების პატივსაცემად გლოვის დღე გამოცხადდა.

აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

აფეთქების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S