Accentnews.ge
შმიგალი: 35 ქვეყანა ბოიკოტს გამოუცხადებს პარიზის ოლიმპიადას რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიწვევის შემთხვევაში

შმიგალი: 35 ქვეყანა ბოიკოტს გამოუცხადებს პარიზის ოლიმპიადას რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მიწვევის შემთხვევაში

15/08/2023 08:24:23 მსოფლიო

36 ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, ბოიკოტს გამოუცხადებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს მისცემენ მასში მონაწილეობის მიღების საშუალებას,– ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა.

„სპორტი და სამხედრო აგრესია შეუთავსებელია. უკრაინელების სისხლით შეღებილი სახელმწიფოები ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსეთმა მოკლა 340 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი, გაანადგურა ან დააზიანა 343 სპორტული ობიექტი და ყოველდღიურად უტევს ქალაქებსა და სოფლებს რაკეტებითა და თვითმფრინავებით,– თქვა უკრაინის პრემიერმა.

შმიგალის თქმით, შეიქმნა "საერთაშორისო კოალიცია სამართლიანი სპორტისთვის", რომელშიც შედის 35 სახელმწიფო და ისინი მზად არიან, ბოიკოტი გამოუცხადონ პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუსეთი და ბელარუსი მიიღებენ მასში მონაწილეობას. შმიგალმა არ დააკონკრეტა, განიხილება თუ არა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა ოლუმპიადაში ნეიტრალური სტატუსის ქვეშ.

"ველით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს",– დასძინა პრემიერმა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) უკვე გაუგზავნა მოწვევა 203 ქვეყანას 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზში 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად. მოსაწვევები არ მიუღიათ რუსეთს, ბელარუსს და გვატემალას - ამ ქვეყნების სპორტსმენები საკუთარი დროშებით ასპარეზობას ვერ შეძლებენ. მანამდე IOC-მა რეკომენდაცია გასცა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსიის იმ სპორტსმენებს, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ ომს, ოლიმპიადაში ნეიტრალური დროშით ასპარეზობის შესაძლებლობა მისცენ. უკრაინის პრეზიდენტი ამ რეკომენდაციას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, რუსეთის მონაწილეობა პარიზის ოლიმპიადაში "ძალადობრივი აქტი" იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S