Reuters: კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 სწრაფად ვრცლდება, ის უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა
15/08/2023 08:16:31 მსოფლიო
გმსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 სწრაფად ვრცლდება, – იუწყება Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით.
EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.
ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.


