შსს: შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% უკვე გადამოწმებულია
15/08/2023 08:09:11 საზოგადოება
შსს–ს ცნობით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.
"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.
ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთანდაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები", – აცახდებენ შსს–ში.