Accentnews.ge
კრასნოდარში რუსული სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

კრასნოდარში რუსული სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

15/08/2023 06:55:09 მსოფლიო

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში სასწავლო–სამხედრო თვითმფრინავი L-39 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის სასწავლო ფრენას ახორციელებდა და დაშვებისას ჩამოვარდა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი აეროდრომზე ჩამოვარდა. ადგილზე ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო ავარიის მიზეზი დგინდება.

ბოლო დროს რუსეთში რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა როგორც ეკიპაჟის წევრებს, ისე სამოქალაქო პირებს შორისაც. მაგალითად, 12 აგვისტოს კალინინგრადის რაიონში სუ-30–ის გამანადგურებელი ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა. 23 თებერვალს ბელგოროდის რაიონში სუ-25 ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა. გასულ წელს, 17 ოქტომბერს, როდესაც სუ-34 ეისკში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, 15 ადამიანი დაიღუპა, პილოტები კი გადარჩნენ. 23 ოქტომბერს ირკუტსკში სუ-30 ორსართულიან სახლს დაეცა, პილოტები დაიღუპნენ. ივნისში რიაზანში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა, იმავე თვეში ორი სუ-25 ჩამოვარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S