Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინის ქალაქები კვლავ დაბომბა, არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინის ქალაქები კვლავ დაბომბა, არის მსხვერპლი

15/08/2023 06:08:33 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ქალაქები კვლავ დაბომბა.15 აგვისტოს ღამით უკრაინის ქალაქ ლუცკიზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები და დაინგრა სამრეწველო საწარმო.

ლუცკის საქალაქო ადმინისტაციის ხელმძღვანელის იგორ პოლიშუკის ცნობით, დილის 07:35 საათის მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წუხანდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები ლვოვლში. ლვოვის მერ ანდრი სადოვის განცხადებით, რაკეტების ნაწილი მოიგერიეს, თუმცა ნაწილი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.

15 აგვისტოს ღამით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებებისის ხმა ისმოდა დნეპრში, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S