მაჰაჩყალაში გლოვის დღე გამოცხადდა
15/08/2023 05:56:48 მსოფლიო
დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში დაღუპულების პატივსაცემად გლოვის დღე გამოცხადდა.
მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათ შორის 11 მოზარდი.
მაჰაჩყალაში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
აფეთქების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.


