ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში ავიარეისები გაუქმდა (ვიდეო)
15/08/2023 05:42:33 მსოფლიო
ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის ქალაქ კატანიაში ავიარეისები გაუქმდა.
3 330 მეტრი სიმაღლის ვულკანი კვირას ღამით ამოქმედდა და ლავისა და ვულკანური ფერფლის ამოფრქვევა დაიწყო.
კატანიის მერმა ენრიკო ტრაანტინომ ქალაქში მოტოციკლებითა და ველოსიპედებით გადაადგილება 2 დღით აკრძალა, რადგან ბევრი ქუჩა ფერფლითაა დაფარული.
ამასთან, ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ არაუმეტეს 30 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაონ, რადგან გაზრდილია ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი.
ეტნა ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია ევროპაში.
ვულკანის ყველაზე დიდი ამოფრქვევა ბოლოს 1992 წელს მოხდა.


