Accentnews.ge
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 96-მდე გაიზარდა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 96-მდე გაიზარდა

15/08/2023 05:32:50 მსოფლიო

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 96-მდე გაიზარდა.

ჰავაის გუბერნატორ ჯოშ გრინის განცხადებით, სამაშველო ბრიგადებმა ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი სახლებისა და ავტომობილების შემოწმება დაიწყეს.

მისივე თქმით, ქალაქი ლაჰაინა თითქმის სრულიად არის განადგურებული და დაღუპულთა სრული ოდენობის დადგენას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება.

ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S