გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ბერლინი კიევის გვერდითაა
14/08/2023 19:12:40 მსოფლიო
გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის განცხადებით, ბერლინი კიევის გვერდითაა. ამის შესახებ მან უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა
კიევში ჩასვლისას ლინდნერი ამბობდა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებთან აპირებდა "ძალიან კონკრეტული" მოლაპარაკების გამართვას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გერმანიის ფინანსთა სამინისტროს უკრაინის მხარდაჭერა ახლა და მომავალში.
"2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გერმანიამ უკრაინას 24 მილიარდი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარება გამოუყო", - ამბობს ლინდნერი.


