სამოქალაქო აქტივისტი: მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე ორი პირი დააკავეს
14/08/2023 18:58:46 მსოფლიო
მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი მარიამ შუშანია ავრცელებს.
"კანცელარიასთან ორი ადამიანი დააკავეს. მიზეზი: "ნუ ყვირიხარ გოგო", წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.
აქცია კანცელარიასთან შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით იმართება. შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო "ქართული ოცნების" თავმჯდმარისთვის ირაკლი კობახიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასაც მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი "ტალღა" არის.
გუშინ შს მინისტრმა ვახტაგ გომელაურმა შემდეგი განაცხადა: "ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული".
დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“.


