ზელენსკი დონეცკის ფრონტის მეთაურებს შეხვდა
14/08/2023 18:21:22 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა. მან სამხედროების სამეთაურო პუნქტები მოინახულა, რომლებიც ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში შეტევას აწარმოებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარისკაცებს შეხვდა და ბრიგადის მეთაურებთან განიხილა ფრონტზე არსებული სიტუაცია, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
ზელენსკიმ უკრაინის დამცველებს მამაცობისა და სამშობლოს დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და ჯილდოები გადასცა.


