უკრაინა აშშ-სგან დამატებით 200 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიიღებს
14/08/2023 16:14:53 მსოფლიო
უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს, რომლის მოცულობაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
სამხედრო დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემას, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო და ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობას მოიცავს.
დახმარების პაკეტის შემადგენლობაში ასევე შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა;TOW რაკეტები, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა;37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის;12 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის;დანაღმვის მოწყობილობები და სისტემები, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შესაკეთებლად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასძინა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით.


