Accentnews.ge
ანა ნაცვლიშვილი: შოვი არის დანაშაულის ადგილი, ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე, დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები

ანა ნაცვლიშვილი: შოვი არის დანაშაულის ადგილი, ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე, დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები

14/08/2023 15:06:54 პოლიტიკა, საზოგადოება

„ლელოს“ ერთ-ერთი წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე, რადგან დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები".

„შოვი არ არის მხოლოდ სტიქიური უბედურების ზონა. შოვი არის დანაშაულის ადგილი! ამიტომ იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი იქ მოხალისეები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დახმარება. ამიტომ დაიწყეს თავდასხმა გადარჩენილებზე დამნაშავეს არ უყვარს მოწმეები, ეშინია მათი! კი, უნდა გეშინოდეთ”, - წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 14 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ":

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი".

მან დავით ჯელაძის შესახებაც ისაუბრა:

"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით".

შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი, 8 პირს ამ დრომდე ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S