უკრაინა ნორვეგიისგან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს
14/08/2023 15:03:38 მსოფლიო
უკრაინა ნორვეგიისგან უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს.
ნორვეგიულმა კომპანია Kongsberg Defense & Aerospace-მა, დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის საერთაშორისო ფონდთან (IFU) ხელი მოაწერა კონტრაქტს უპილოტო საჰაერო აპარატების საწინააღმდეგო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით.
კონტრაქტის ღირებულება 56 მილიონი ფუნტია.
„ეს კონტრაქტი მხარს უჭერს უკრაინელების უნარს, დაიცვან თავიანთი ხალხი და ქვეყანა საჰაერო საფრთხისგან“,- აცხადებენ Kongsberg Defense & Aerospace–ში.


