Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 21:00 საათზე აქცია დაანონსდა: "გადადგეს გომელაური"

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 21:00 საათზე აქცია დაანონსდა: "გადადგეს გომელაური"

14/08/2023 14:20:35 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 21:00 საათზე აქცია დაანონსდა. აქციაზე მთავარი მოთხოვნა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თანამდებობიან გადადგომა იქნება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ირაკლი კობახიძის დღევანდელ გამოსვლასაც გააპროტესტებენ და მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი "ტალღა" არის.

გუშინ შს მინისტრმა ვახტაგ გომელაურმა შემდეგი განაცხადა: "ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული".

დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S