
თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე ქვათაცვენამ ავტომობილი დააზიანა
14/08/2023 13:29:45 საზოგადოება
თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდის ჩამოშლამ ერთი ავტომობილი დააზიანა. ქვათაცვენის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში მოქალაქე ქეთი როსტომაშვილმა გაავრცელა. შემთხვევა დაახლოებით დღის სამ საათზე მოხდა.
თბილისის მერიის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, გზა ამ დროისთვის გაწმენდილია და მასზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. მისი ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე კლდის ფერდის გამაგრებითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
ქვათაცვენის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია მხოლოდ ერთი ავტომობილი.