აზერბაიჯანმა იანვარ-ივლისში ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი 17,6 მლნ ტონამდე გაზარდა
14/08/2023 13:27:28 მსოფლიო
აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2023 წლის იანვარ-ივლისში 17,6 მლნ ტონამდე გაიზარდა ერთი წლის წინანდელი 16,6 მლნ ტონიდან, იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური.
აზერბაიჯანმა ხსენებული მილსადენით ექსპორტზე მთლიანი მოცულობის 76,3% გაიარა, რამაც 2023 წლის იანვარ-ივლისში 23,07 მლნ ტონა შეადგინა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია. მილსადენის მოცულობა იძლევა დღეში 1,2 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას. პროექტის მიხედვით, მილსადენის სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს 2,2 მილიონ ბარელამდე დღეში.


