Accentnews.ge
იტალიაში მოულოდნელი ღვარცოფის შემდეგ დაკარგული ყველა ადამიანი ცოცხალი იპოვეს

იტალიაში მოულოდნელი ღვარცოფის შემდეგ დაკარგული ყველა ადამიანი ცოცხალი იპოვეს

14/08/2023 12:56:38 მსოფლიო

იტალიის ქალაქ ბარდონეკიაში, პიემონტში განვითარებული ღვარცოფული პროცესის შემდეგ დაკარგული ხუთივე ადამიანი ცოცხალი იპოვეს,– იუწყება ANSA.

პიემონტის გუბერნატორმა ალბერტო ჩირიომ თქვა, რომ ესაუბრა ბარდონეკიას მერს და რომ ხუთივე დაკარგული, რომელთა ბედიც უცნობი იყო, ცოცხალი იპოვეს. დაშავებულია ერთი ადამიანი. არავინ დაღუპულა.

ამასთან, მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დიდია.

იმ ტერიტორიაზე, სადაც ღვარცოფმა გაიარა, მაშველები აგრძელებს მუშაობას.

როგორც იუწყებოდნენ, კვირას საღამოს ქალაქში მოულოდნელად შეიჭრა ტალახის „ცუნამი“ მთის მდინარის კალაპოტის გასწვრივ. სტიქიის გამო 100–ზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლების დატოვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S