Accentnews.ge
ბრიტანეთი და აშშ შვედეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდნენ

ბრიტანეთი და აშშ შვედეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდნენ

14/08/2023 12:44:04 მსოფლიო

ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილეს მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან შვედეთში, ქვეყანაში შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ მას შემდეგ, რაც ყურანის დაწვის კამპანიამ მუსლიმების აღშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ Reuters იტყობინება აშშ-ის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ მოგზაურებისთვის განახლებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ წარმატებით აღკვეთა რამდენიმე დაგეგმილი ტერორისტული აქტი და განახორციელა დაკავებები.

„ამ პერიოდში ფხიზლად უნდა იყოთ. დიდი ალბათობით, ტერორისტები შეეცდებიან ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას შვედეთში", - ნათქვამია ლონდონის რეკომენდაციებში და მიუთითებენ ტურისტებისთვის პოპულარულ ლოკაციებზე.

ამავე დროს, შვედეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჰენრიკ ლანდერჰოლმმაც აღიარა ქვეყნისთვის მზარდი საფრთხე ყურანის დაწვის კამპანიის შემდეგ.

მანამდე შვედეთის არაერთმა მოქალაქემ მიიღო ანონიმური SMS შეტყობინებები შურისძიების მუქარით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S